სიახლეები

ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თელავში

ნოე 21, 2025

ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თელავში

  • მიმდინარე წლის 19 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევრების, დოქტორანტების მონაწილეობით. კონფერენცია ჩატარდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით; კონფერენციას უძღვებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია.
  • ღონისძიების ფარგლებში გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი;
  • კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა ჭკადუა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
  • კონფერენციაზე ერთ-ერთი მოხსენება დაეთმო ქართული საეკლესიო გალობის აქტუალურ საკითხებს; თბილისის . სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულების  დოქტორანტმა,  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გალობის მასწავლებელმა, ლაშა ზაალიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზესამუსიკო ტერმინ ავაჯის შესახებ“.
  • კონფერენციაზე ქართული საეკლესიო საგალობლები  ალავერდის საკათედრო ტაძრის გუნდმა შეასრულა. 
ბავშვთა გუნდმა ალავერდის საკათედრო ტაძარში იგალობა

ბავშვთა გუნდმა ალავერდის საკათედრო ტაძარში იგალობა

გაიგე მეტი
ლექციები და მასტერკლასები საქართველოს რამდენიმე ეპარქიაში

ლექციები და მასტერკლასები საქართველოს რამდენიმე ეპარქიაში

გაიგე მეტი