სიახლეები

გამოიცა კრებული "ქართული საეკლესიო გალობა"

დეკ 26, 2025

გამოიცა კრებული "ქართული საეკლესიო გალობა"

გამოიცა კრებული “ქართული საეკლესიო გალობა”.

იგი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით.

კრებულში შესულია ტროპარ-კონდაკები და ფსალმუნები, სულ 90 საგალობელი ახალი შუამთის ხახულის ღმრთისმშობლის დედათა მონასტრის სამგალობლო პრაქტიკიდან, რომელთაც საფუძვლად დაედო გელათის სამგალობლო სკოლის კანონიკური ჰანგები, ძირითადად სადა კილოს მელოდიურ-ჰარმონიული ფორმულები.

მასში ასევე, შესულია წმ. ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერებში დაცული, მხოლოდ პირველ (ზედა) ხმად ჩაწერილი რამდენიმე ნიმუში, რომლებიც გასამხმიანებულია.


 კრებულზე მუშაობდნენ:

შემდგენელი: მონაზონი ეპისტიმია (იობაძე)

მუსიკალური რედაქტორი: დავით ბერიძე

პროექტის კოორდინატორი და რედაქტორი: ქეთევან მათიაშვილი

შენიშვნები დაურთეს: დავით ბერიძემ და ქეთევან მათიაშვილმა

კონსულტანტი: იღუმენია ნინო (გრიგოლაძე)

მთარგმნელი: თამარ გოგუაძე

საგალობელთა ახალგამოცემული კრებულის შესახებ

საგალობელთა ახალგამოცემული კრებულის შესახებ

გაიგე მეტი
ბავშვთა გუნდმა ალავერდის საკათედრო ტაძარში იგალობა

ბავშვთა გუნდმა ალავერდის საკათედრო ტაძარში იგალობა

გაიგე მეტი