სიახლეები
აგვ 11, 2025
ლექციები და მასტერკლასები საქართველოს ეპარქიებშისაქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში. ისინი ატარებენ ლექციებსა და მასტერკლასებს მგალობელთა გუნდებისთვის.
ეკლესია-მონასტრების გუნდებისთვის მასტერკლასების შეთავაზება მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, საშემსრულებლო ხელოვნების დონის ამაღლებასა და გაუმჯობესებას.
ტატიანა მეგრელიძემ მასტერკლასები ჩაატარა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებში.
იმავე ეპარქიებში ქართული სამგალობლო ტრადიციების შესახებ საჯარო ლექციები წაიკითხა მაგდა სუხიაშვილმა. ლექციების მიზანია ქართული მრავალსაუკუნოვანი სამგალობლო ხელოვნების პოპულარიზაცია.
საგალობელთა ახალგამოცემული კრებულის შესახებ
გამოიცა კრებული "ქართული საეკლესიო გალობა"