სიახლეები

სტატიები ქართული საეკლესიო გალობის შესახებ საფრანგეთის ცნობილ გამომცემლობაში

თებ 06, 2025

სტატიები ქართული საეკლესიო გალობის შესახებ საფრანგეთის ცნობილ გამომცემლობაში
  • პარიზში გამომცემლობაში CERF (იხ. (https://www.editionsducerf.fr) ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა ნაშრომების კრებული სახელწოდებით "In Singing Dialogue with God. Rediscovering the masters of Orthodox liturgical chant of the last two centuries" (გალობით საუბარი ღმერთთან. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მოღვაწე მართლმადიდებლური საღვთისმსახურო გალობის ოსტატების ხელახალი აღმოჩენა)
  • წიგნში შესულია 27 ავტორიტეტული მეცნიერის ნაშრომი. ისინი წარმოადგენენ მკვლევრებს 18 ქვეყნიდან  (ალბანეთი, აშშ, ბელორუსი, ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, უკრაინა და ფინეთი).
  • სტატიების ავტორები  წარმოადგენენ იმ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც კავშირშია მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის ცხოვრებასა და საქმიანობასთან.
  • წიგნში გამოქვეყნებულია ორი ქართველი მეცნიერის ნაშრომები. ესენია:
  • საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის წევრის, მაგდა სუხიაშვილის სტატია "Great Georgian Chanters of the Nineteenth Century" (მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მგალობლები); 
  • დავით შუღლიაშვილის სტატია "Georgian Chant Before, During and After the Soviet Regime" (ქართული გალობა საბჭოთა რეჟიმამდე, მისი ბატონობის განმავლობაში და საბჭოთა რეჟიმის შემდეგ).
  • კრებულის რედაქტორები არიან: ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი სიპრიენ კოსტინ აპინტილისეი და სტრასბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელი ემანუელ დობრე.
ლექციები და მასტერკლასები საქართველოს ეპარქიებში

ლექციები და მასტერკლასები საქართველოს ეპარქიებში

გაიგე მეტი
წმინდა ფილიმონ მგალობლის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა

წმინდა ფილიმონ მგალობლის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა

გაიგე მეტი