სიახლეები

ჰიმნოგრაფიული კრებული

ნოე 22, 2024

ჰიმნოგრაფიული კრებული

დაიბეჭდა  ჰიმნოგრაფიული კრებულის III ტომი, რომელშიც შესულია მესამე და მეოთხე ხმის დასდებელნიუფალო-ღაღადყავსასანოტო დანართით. 

დასდებლების მეცნიერულად დადგენილი კრიტიკული ტექსტი დაბეჭდილია გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონიდან, ხოლო სანოტო დანართი შედგენილია წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძის), წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის), წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილის და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით.

საგალობლების ტექსტები სანოტო დანართითურთ გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევა დაურთეს წალკის  სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტრის მონაზონმა გიორგი  ასკურავამ და მონაზონმა ექვთიმე კრუპეცკიმ.

კრებულს ერთვის კომპაქტდისკი საგალობელთა აუდიოჩანაწერებით.

გამოცემაზე მუშაობდნენ: რედაქტორიფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე, მუსიკალური რედაქტორისოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი მალხაზ ერქვანიძე,  რეცენზენტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა და მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი.

 კრებულში შესულ საგალობელთა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ მოისმინოთ ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:


https://audiomack.com/bubucheqa 


https://www.youtube.com/@youtubeHymnographical/videos


სანოტო კრებულის pdf ვერსია იხილეთ აქ 


https://drive.google.com/…/1jg9…/view… 

ლექციები და მასტერკლასები საქართველოს ეპარქიებში

ლექციები და მასტერკლასები საქართველოს ეპარქიებში

გაიგე მეტი
წმინდა ფილიმონ მგალობლის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა

წმინდა ფილიმონ მგალობლის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა

გაიგე მეტი