არქივი

ანჩისხატის ტაძართან არსებული გალობის შემსწავლელ ბავშვთა ჯგუფი

ოქტ 25, 2023

ანჩისხატის ტაძართან არსებული გალობის შემსწავლელ ბავშვთა ჯგუფი

ანჩისხატის ტაძართან შეიქმნა გალობის შესწავლით დაინტერესებულ ბავშვთა ჯგუფი. მოსწავლეებს მეცადინეობები უტარდებათ საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის მიერ დამტკიცებული პროექტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. პროექტი ხორციელდება 2017-2018 სასწავლო  წლიდან. ჯგუფი აერთიანებს 10-15 წლის ბიჭებსა და გოგონებს. მოზარდებისთვის შექმნილი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სამუსიკო დისციპლინების სწავლებას. ესენია: ტრადიციული საეკლესიო გალობა (მასწავლებელი – მალხაზ ერქვანიძე), ქართული ხალხური სიმღერა (მასწავლებელი – დავით აბრამიშვილი), სამუსიკო ანბანი და მუსიკის თეორიის საფუძვლები (მასწავლებელი – ქეთევან მათიაშვილი). მიმდინარე სასწავლო წელს ბავშვები პირველად მიიღებენ  მონაწილეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის  ღვთისმსახურებაში.


პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი