
არქივი

აპრ 22, 2024
პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი 2023 წლის სექტემბრის თვიდან ახორციელებს პროექტს "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება".
პროექტის მიზანია ქრთული საეკლესიო გალობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა; საღვთისმსახურო პრაქტიკაში მრავალხმიანი კანონიკური სამგალობლო რეპერტუარის გაფართოება, საგალობლების შესრულების სწორი ფორმების აღდგენა და საშემსრულებლო დონის ამაღლება.
პროექტი ხელს შეუწყობს ტრადიციული ქართული სამგალობლო კულტურის აღდგენა-განვითარებას.
პროექტში ჩართულნი არიან დარგის კვალიფიციური სპეციალისტები: მალხაზ ერქვანიძე, ტატიანა მეგრელიძე, ქეთევან მათიაშვილი, მაგდა სუხიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი, დავით ბერიძე.
პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ