არქივი

გამოიცა სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა ანჩისხატის ტაძრის მდიდარი სამგალობლო ტრადიციების შესახებ

ოქტ 25, 2023

გამოიცა სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა ანჩისხატის ტაძრის მდიდარი სამგალობლო ტრადიციების შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე), ლოცვა-კურთხევით გამოიცა მაგდა სუხიაშვილის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ბროშურა ანჩისხატის ტაძრის სამგალობლო ტრადიციები.

ბროშურაში მოთხრობილია ანჩისხატის ტაძრის ძირძველი სამგალობლო ტრადიციების შესახებ, განხილულია ისტორიული და ლიტერატურული წყაროები  ტაძართან დაარსებული სახელგანთქმული სამგალობლო სკოლისა და აქ მოღვაწე მგალობლების შესახებ. წიგნში წარმოდგენილია მდიდარი საილუსტრაციო მასალა – ქართული სამუსიკო დამწერლობის ნიმუშები და ხელნაწერთა მინიატურები, რომლებიც შესრულებულია ანჩისხატის სამგალობლო და კალიგრაფიული სკოლის საუკეთესო წარმომადგენელთა მიერ.

ბუკლეტი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო კვლევითი ცენტრის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წელს განხორციელდა (პროექტის ხელმძღვანელი: მაგდა სუხიაშვილი, ბროშურის ლიტერატურული რედაქტორი: ქეთევან მათიაშვილი). პროექტი მიზნად ისახავდა  ქართული სამგალობლო ხელოვნების პოპულარიზაციას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ძველი სამუსიკო ტრადიციებისა და სამგალობლო სკოლების აღდგენის ხელშეწყობას. ბროშურა განკუთვნილია არა მხოლოდ დარგის სპეციალისტთათვის, არამედ ქართული სამგალობლო კულტურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი