არქივი

ანასმბლ „ნადის“ მონაწილეობა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტაძრის ღვთისმსახურებაში და ქართული გალობის პოპულარიზაცია

ოქტ 25, 2023

ანასმბლ „ნადის“ მონაწილეობა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტაძრის ღვთისმსახურებაში და ქართული გალობის პოპულარიზაცია

ფოლკლორული ანსამბლი „ნადი“ (ხელმძვანელი – ლევან წიტაიშვილი) მრავალი წელია ალავერდის საკათედრო ტაძრის სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. 2018 წელს მისი მონაწილეობით განხორციელდა პროექტი „ქართული საეკლესიო გალობის პოპულარიზაცია“, რომელიც მხარდაჭერილ იქნა  საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის მიერ (პროექტის ხელმძღვანელი – ლევან წიტაიშვილი). პროექტის ფარგლებში გუნდმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე რამდენიმე ტაძრის ღვთისმსახურებაში; სახელდობრ,  სოფელ ოკამის (კასპის მახლობლად) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ზემო ომალოს წმ. გიორგის, ბუშეტის (თელავის მახლობლად) სვეტიცხოვლის ტაძრებსა და ნიქოზის ღვთაების საკათედრო ტაძარში შესრულებულ ღვთისმსახურებაში. გუნდმა აღავლინა როგორც ქართლ-კახური, ისე იმერულ-გურული კილოს საგალობლები.


პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი