არქივი

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდების ჩამოყალიბება

ოქტ 25, 2023

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდების ჩამოყალიბება

2018-2019 წლებში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში ჩამოყალიბდა  მგალობელთა გუნდები, რომლებიც სოფელ კახის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. მგალობელთა გუნდების შექმნის ინიციატორი გახლდათ სოფელ კახის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის  მღვდელი პეტრე (ხუმარაშვილი). გუნდები ჩამოყალიბდა პროექტის – კახის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება – ფარგლებში, რომლის განხორციელებას საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა შეუწყო ხელი  (პროექტის ხელმძღვანელი და გალობის მასწავლებელი: დამიანე გორდელაძე, კონსულტანტი: გიორგი გორდელაძე);  სახელდობრ, ჩამოყალიბდა ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა გუნდები. მგალობლებმა, რომელთა რაოდენობამ ოცდაათს მიაღწია, შეისწავლეს გელათის სამგალობლო სკოლის წირვის წესის საგალობლები და დიდი მწუხრისა და ცისკრის განგების საგალობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროექტი გაგრძელდა წელიწადნახევრის განმავლობაში  – 2018 წლის ივლისის თვიდან  2019 წლის დეკემბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ქოთოქლოში აღდგა ყოვლადწმიდა სამების სახელობის უძველესი ტაძარი; სადღესასწაულო წირვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა ხორნაბუჯისა და ჰერეთის  ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძემ). ღვთისმსახურებში მონაწილეობდა დამიანე გორდელაძის მიერ ჩამოყალიბებული კახის წმ. გიორგის სახელობის ახალჩამოყალიბებული ბავშვთა გუნდი.


პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი