
არქივი

ოქტ 25, 2023
თუშური სიმღერების აუდიო დისკის გამოცემასაქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით 2019 წელს განხორციელდა პროექტი „ქართული ტრადიციული (თუშური) სიმღერების შესწავლა, აუდიო დისკის ჩაწერა და გამოცემა“ (პროექტის ხელმძღვანელები: ნატალია ივანიშვილი და თათია დარსანია). პროექტის ფარგლებში ალავერდის ეპარქიის წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლის ბავშვთა გუნდს, „ახალნერგს“, თუშური სიმღერები შეასწავლეს სპეციელისტებმა ნატალია ივანიშვილმა და თათია დარსანიამ, რომელთაც სიმღერების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების ლაბორატორიის არქივებში მოიძიეს. სიმღერების სტუდიური ჩანაწერები გამოიცა დისკად, რომლის პრეზენტაცია ალავერდის ეპარქიის წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლაში ჩატარდა. პრეზენტაციასთან ერთად ბავშვთა გუნდის, „ახალნერგის“, მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა