
არქივი

ოქტ 25, 2023
მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ2016 წელს თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდმა (ხელმძღვანელი: მალხაზ ერქვანიძე) საქართველოს ეპარქიებში ქართული გალობის პოპულარიზაციის ინიციატივა წამოჭრა. პროექტი სახელწოდებით „უცნობი სამგალობლო რეპერტუარის აღდგენის ხელშეწყობა და ქართული გალობის პოპულარიზაცია“, რომლის ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე გახლდათ, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის მიერ. პროექტი ხორციელდებოდა 2018 წლის ჩათვლით და ითვალისწინებდა მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის მონაწილეობას სხვადასხვა ეპარქიის ტაძრების ღვთისმსახურებაში. სამი წლის განმავლობაში გუნდი იმყოფებოდა ალავერდის, რუის-ურბნისის, ქუთაისისა და გაენათის, ცაგერისა და ლენტეხის, აგარაკ-წალკის, ჭიათურისა და საჩხერის, ნიქოზისა და ცხინვალის, შემოქმედის, ახალქალაქისა და კუმურდოს, ნიკორწმინდისა და რუსთავის ეპარქიებში. პროექტის ფარგლებში გუნდმა მოიძია და შეისწავლა უცნობი საგალობლები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ აჟღერებულა და ეპარქიების გუნდებს ქართული საგალობლების სათანადოდ შესრულებისა და სამგალობლო რეპერტუარის გაფართოების მაგალითი უჩვენა. მამა დავითის ტაძრის გუნდის მგალობელთა უმრავლესობა ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ (ხელმძღვანელი: მალხაზ ერქვანიძე) წევრია.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა