არქივი

ბავშვთა მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება ალავერდის ეპარქიაში

ოქტ 25, 2023

ბავშვთა მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება ალავერდის ეპარქიაში

2016-2017 წლებში ალავერდის ეპარქიის წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „ახალნერგი“ მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის პროექტში „ბავშვთა მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება“ (პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია ივანიშვილი). პროექტი მიზნად ისახავდა ქართული საეკლესიო გალობის ცოდნის დანერგვა-გავრცელებას ბავშვთა გუნდებში.

ანსამბლი „ახალნერგი“ ჩამოყალიბდა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით (2013 წ.). მოსწავლეები თავდაპირველად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებს სწავლობდნენ. ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მათ გელათის სკოლისა და ქართლ-კახური სადა კილოს წირვის წესის საგალობლებიც შეისწავლეს. საგალობლები ბავშვებს შეასწავლა წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, თბილისის ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მგალობელმა, ნატალია ივანიშვილმა.


პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი