არქივი

საგალობელთა ანტიფონური შესრულების წესის აღდგენის ხელშეწყობა და ლექციები ქართული სამგალობლო ტრადიციის შესახებ

ოქტ 25, 2023

საგალობელთა ანტიფონური შესრულების წესის აღდგენის ხელშეწყობა და ლექციები ქართული სამგალობლო ტრადიციის შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით, 2017-2018 წლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დანიშნულების პროექტი „საგალობელთა ანტიფონური შესრულების წესის აღდგენის ხელშეწყობა და ლექციები ქართული სამგალობლო ტრადიციის შესახებ საქართველოს ეპარქიებში“ (პროექტის ხელმძღვანელი: ტატიანა მეგრელიძე).

პროექტი ითვალისწინებდა მგალობელ-მომღერალ ქალთა გუნდის, „სათანაოს“, მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის (ფოთისა და ხობის, ზუგდიდისა და ცაიშის, ნიკორწმინდის, ჭყონდიდის, მესტიისა და ზემო სვანეთის, სტეფანწმინდისა და ხევის, რუსთავის, ბოლნისის, სურამისა და ხაშურის, მარგვეთისა და უბისის, გარდაბნისა და მარტყოფის და თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის) ტაძრების ღვთისმსახურებაში, მგალობელთა მიერ გარკვეული საგალობლების აღვლენას ანტიფონური წესით და ეპარქიების გუნდების სამგალობლო რეპერტუარის გაფართოებისა და  შესრულების სწორი ფორმების დანერგვის ხელშეწყობას.

„სათანაოს“ წევრების უმრავლესობამ მრავალწლიანი საშემსრულებლო გამოცდილება თბილისის ჯვარის მამის ტაძარში შეიძინა. მოგვიანებით ანსამბლს მგალობელთა უმცროსი თაობა შეუერთდა. ანსამბლის წევრები დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ტაძრებში მგალობელთა გუნდებს ხელმძღვანელობენ.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა საეკლესიო საგალობლების შესრულების კანონიკური ფორმების პრაქტიკული ჩვენება და ქართული სამგალობლო ხელოვნების საკითხებზე უმნიშვნელოვანესი ცოდნის გაზიარება მგალობელთათვის და დაინტერესებულ პირთათვის. პროექტის ფარგლებში მუსიკისმცოდნე მაგდა სუხიაშვილმა ზემოხსენებულ ეპარქიებში ჩაატარა ლექციები ქართული სამგალობლო ტრადიციებისა და შემსრულებლობის საკითხებზე.

პროექტი განხორციელდა ქართული კანონიკური საეკლესიო გალობის აღდგენის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 და 2010 წლების დადგენილებების აღსრულების ხელშესაწყობად.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი