არქივი

ნევმური სისტემის მოშველიებით გალობის პრაქტიკის აღსადგენად ჩატარებული ტრენინგების შესახებ

ოქტ 25, 2023

ნევმური სისტემის მოშველიებით გალობის პრაქტიკის აღსადგენად ჩატარებული ტრენინგების შესახებ

2017-2019  წლებში  მგალობელთა  გუნდების  რეგენტებსა  და  მგალობლებს  ჰქონდათ  შესაძლებლობა  დასწრებოდნენ  ტრენინგებს  ნევმებით  გალობის  ტრადიციის  ლიტურგიკულ  პრაქტიკაში  აღსადგენად.  ხსენებული  ტრენინგები  ჩატარდა  საქართველოს  საპატრიარქოს  საეკლესიო  გალობის  სასწავლო-კვლევითი  ცენტრის  მიერ  მხარდაჭერილი  პროექტის  –  ტრენინგები  შემოქმედის  მონასტრისეული  ნევმური  სისტემის  სამგალობლო  პრაქტიკაში  დასანერგად  –  ფარგლებში.  პროექტი  განხორციელდა  ანჩისხატის  ტაძრის  მგალობელთა  გუნდის  რეგენტის,  ზაალ  წერეთლის,  ხელმძღვანელობით;  მანვე  ჩაატარა  ტრენინგები.  შემოქმედის  მონასტრის  ხელნაწერებში  დადასტურებული  სამუსიკო  ნიშნებით  საგალობლების  სწავლება  ემყარება  ზაალ  წერეთლის  მიერ  შემუშავებულ  და  აპრობირებულ  მეთოდს,  რომელსაც  ის  გიორგი  მთაწმინდელის  სახელობის  უმაღლეს  სასწავლებელში  წლების  განმავლობაში  მიმართავდა.

ზემოხსენებული  პროექტის  ფარგლებში  ტრენინგები  ჩაუტარდა  თბილისის  ლურჯი  მონასტრის,  ილია  წინასწარმეტყველის  სახელობის  ეკლესიის,  ქაშუეთის,  ჯვარის  მამის,  ვაკის  სამების,  წმ.  მარინეს  სახელობის  ტაძრების,  ბოლნისისა  და  ალავერდის  მონასტრების  მგალობელთა  გუნდების  რეგენტებსა  და  დაინტერესებულ  მგალობლებს.  ნევმების  მოშველიებით  გალობის  უნარების  გამომუშავებისთვის  მგალობელთა  თითო  ჯგუფისთვის  ერთთვიანი  ტრენინგები  იყო  გათვალისწინებული.  დღეისთვის  საღვთისმსახურო  პრაქტიკაში  ხსენებულ  ნევმურ  სისტემას  რამდენიმე  გუნდი  ხმარობს,  ხოლო  ლურჯი  მონასტრის  მგალობელთა  გუნდის  რეგენტი  რ.  შანიძე  სამუსიკო  ნიშნებს  სასწავლო  პრაქტიკაში  იყენებს  (მოზარდი  ასაკის  მოსწავლეთა  ჯგუფებში  გალობის  სწავლებისას).

ნევმური  სისტემის  მოშველიებით  საგალობელთა  შესწავლა  და  შესრულება  აქტუალურია  გალობის  ზეპირი  ტრადიციის  აღდგენის  გზაზე  და,  ასევე,  ლიტურგიკულ  პრაქტიკაში  საგალობლების  გარკვეული  ჰანგების  ცვალებად  სიტყვიერ  ტექსტებზე  აჟღერების  გასაიოლებლად  (განსაკუთრებით  ციკლური  ფორმის  საგალობლებში).

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი