არქივი

ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის განხორციელებული პროექტი

ოქტ 25, 2023

ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის განხორციელებული პროექტი

ქართული  მრავალხმიანი  კანონიკური  გალობის  პოპულარიზაციის  მიზნით  2018  წელს  ანჩისხატის  ტაძრის  მგალობელთა  გუნდმა  (ხელმძღვანელი:  ზაალ  წერეთელი)  საქართველოს  სხვადასხვა  ეპარქიის  ღვთისმსახურებაში  მიიღო  მონაწილეობა.  ეპარქიებში  მგალობელთა  სტუმრობას ითვალისწინებდა  საქართველოს  საპატრიარქოს  საეკლესიო  გალობის  სასწავლო-კვლევითი  ცენტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ქართული  სიმღერა-გალობის  პოპულარიზაცია (პროექტის  ხელმძღვანელი:  ზაალ  წერეთელი).  გუნდი  იმყოფებოდა რუსთავის,  მანგლისის,  ჭყონდიდის,  ალავერდის,  ურბნისისა  და  რუისისა  და  შემოქმედის  ეპარქიებში.  მგალობლები  მონაწილეობდნენ  როგორც  საკათედრო  ტაძრების,  ისე  სამონასტრო  (მათ  შორის,  მცხეთის  წმ.  ნინოს  სახელობის,  ბრეთის  წმ.  პიროს  ბრეთელის,  უდაბნოს  წმ.  იოანე  ნათლისმცემლის  სახელობის  მონასტრების)  ღვთისმსახურებაში.

ზემოხსენებული  პროექტის  ფარგლებში  ანჩისხატის  ტაძრის  მგალობელთა  გუნდმა  ეპარქიებში  ქართული  ხალხური  სიმღერის  კონცერტები  გამართა,  ხოლო  ზაალ  წერეთელმა  ჩაატარა  ლექციები ქართული  საეკლესიო  გალობის  ტრადიციის  შესახებ.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი