
კვლევა

ოქტ 25, 2023
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლასაქართველოს საპატრიარქოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მიერ ტრადიციული გალობის შესწავლა (გელათის სკოლა. სადღესასწაულო საგალობლები; ნიმუშები ჟამისწირვიდან)“. პროექტი მიზნად ისახავდა ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის ღვთისმსახურებაში კანონიკური სამგალობლო რეპერტუარის გაფართოებას (პროექტის ხელმძღვანელი და განმახორციელებელი სპეციალისტი: ქეთევან მათიაშვილი). მონასტრის გუნდმა შეისწავლა გელათის სკოლის თორმეტ საუფლო და დიდ დღესასწაულთა ჰიმნები და ამავე სკოლის სადა კილოს წირვის საგალობლები. მონასტრის რეპერტუარი 150-ზე მეტი ნიმუშით გამდიდრდა. პროექტი მიმდინარეობდა რვა თვის განმავლობაში – 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით.