საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი

“დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე

ჩვენ შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1998 წელს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი დაარსდა.

გაიგე მეტი

ამ დროისთვის საგრძნობლად იმატა ქართული კანონიკური გალობის შესწავლის მსურველთა რიცხვმა, გაიზარდა მეცნიერული ინტერესი მის მიმართ, ისევე როგორც ქრისტიანული ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის
18 აგვისტოს კრების განჩინება

ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე. წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ახლო მომავალში თანდათან შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრების მიმართ კი, რომლებიც დაარღვევენ წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებული იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

არქივი

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა
გაიგე მეტი
მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ
მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ
გაიგე მეტი
ბავშვთა მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება ალავერდის ეპარქიაში
ბავშვთა მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება ალავერდის ეპარქიაში
გაიგე მეტი

საგალობლის აუდიო ვერსია